2011 წლის 21 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი ირინა კუდრიავცევა, იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის მიზანი: მოქალაქეთა აქტიურობის მხარდაჭერა, ახალგაზრდობის ჩართვა საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბავშვებისა და ახალგაზრდობის ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობისა და პროექტების გაცნობა.