2011 წლის 24-25-26 ივლისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ამიერკავკასიაში McMillan Education–ის ექსკლუზიური წარმომადგენლის, კომპანია “English Book in Georgia”-ს ინიციატივით ქ. ქუთაისში ჩატარდა 3დღიანი ტრენინგი რომლის მიზანიც იყო ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადება.


ტრენინგი მაკმილანის გამომცემლობასთან დადებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ტრენინგს ესწრებოდნენ ქ.ქუთაისისი №17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები: ნანა კენჭაძე, მანანა მეტრეველი, ირმა ფაიქიძე, თეა ბარდაველიძე, ზურაბ მუშკუდიანი და ელა ბრეგვაძე .ბრიტანელმა ტრენერმა –კლერ იანგმა ქართველ მასწავლებლებს ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ლინგვისტიკის პრობლემურ თემებზე ვორქშოფები ჩაუტარა.
მაკმილანთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გამომცემლობა უფასოდ გადაამზადებს ყველა ქართველ ინგლისური ენის პედაგოგს და მათ უფასოდ გადასცემს სახელმძღვანელოებს, დამხამრე აუდიო, ვიდეო და ვიზუალურ მასალებს.
2011 წლის სექტემბრიდან საქართველოში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მაკმილანის, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობის, მიერ შექმნილი ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით შეისწავლონ ინგლისური ენა. ,თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მე-17 საჯარო სკოლა ამ გამომცემლობის სახელმძრვანელოებით 2010-11 სასწავლო წელს წარმატებით ხელმძრვანელობდა.
დღესდღეობით მაკმილანი მსოფლიოში მესამე ადგილზეა ინგლისური ენის სახელმძღვანელოების გამოცემით და ლიდერია ციფრულ საგანმანათლებლო ბეჭდვით სფეროში.