2011 წლის 16 მაისს I-3 კლასში (დამრიგებელი მ.გიორგაძე) ჩატარდა ღონისძიება თემაზე: “ლეგენდა ქართულ ანბანზე”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფარნავაზ მეფის მიერ ქართული ანბანის შექმნის ისტორია. შეასრულეს ქართული ენისა და სამშობლოსადმი მიძღვნილი სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.