წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS) მონაწილეობა მიიღო №17 საჯარო სკოლის IV-1 და IV-2 კლასის 54-მა მოსწავლემ. PIRLS კვლევის დასრულების შემდეგ მათ შეავსეს მოსწავლეთა კითხვარი. კვლევის ორგანიზატორია გამოცდების ეროვნული ცენტრი. კვლევას აკვირდებოდა დირექტორის პირველი მოადგილე ვიტალი პატარიძე. ტესტირებას უძღვებოდნენ სკოლის პედაგოგები: მ.ადეიშვილი და თ.სვანაძე.