2 მაისს, ქ.ქუთაისის თვითმმართველი მერიის, კულტურის, სპორტის, განათლების ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო ბავშვთა პლენერი: “ასფალტზე ცარცით ხატვაში”.

პლენერში მონაწილეობა მიიღეს №17 საჯარო სკოლის V-VI კლასის მოსწავლეებმა: მარიამ ჯაჭვლიანმა, ლინა ხარაბაძემ, საბა ხარაბაძემ, ნოდარ ჩუბინიძემ, ზურაბ გვენეტაძე, სანდრო ტყავაძემ და საბა მუშკუდიანმა. ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით.