“საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია”

ს.ს.ი.პ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამა “საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის” ფარგლებში #17 საჯარო სკოლას გადაეცა 13800 ლარის ღირებულების სამეცნიერო (ქიმიის,ფიზიკის,ბიოლოგიის) ლაბორატორიების კომპლექტი.

მორიგი ტრენინგი “lesson planning”

ქ.ქუთაისის #17 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები: ზ.მუშკუდიანი და თ.ბარდაველიძე დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარებულ ტრენინგს “lesson planning” (გაკვეთილის დაგეგმვა), სადაც დეტალურად განხილული იყო, გაკვეთილის დაგეგმვის ფაზები.

სკოლის პირველობა ქართულ ჭიდაობაში

2011 წლის 7 აპრილს 14 საათზე სკოლის ჭიდაობის დარბაზში ჩატარდა პირველი სასკოლო შეჯიბრი 1996-1997-1998 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის ქართულ ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიებში. შეჯიბრებას მსაჯობდნენ სკოლის წარმატებული სპორტსმენები:

11