2009 წლის 14 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა მიზნობრივი ექსკურსია თბილისში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა, შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვანო მერაბიშვილს, დაათვალიერეს მისი კაბინეტი.

სამინისტროს თანამშრომელმა მოსწავლეებს საფუძვლიანად გააცნო მუშაობის სფეციფიკა, დაათვალიერებინა გამოფენები და სტენდები. აჩვენეს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი აქტუალურ თემებზე. საჩუქრად მიიღეს თეთრი მაისურები წარწერით “მე არ ვკაიფობ”. ქუთაისში გამომგზავრებამდე ბავშვებს საშუალება მიეცათ დეთვალიერებინათ სამების საკათედრო ტაძარი. ზემოთ აღნიშნულ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ №17 საჯარო სკოლის II საფეხურის 15 წარმატებული მოსწავლე.