[ad_1]

2015 წლის 22-23 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია იმყოფებოდა სასტუმრო Vere Palace-ში სადაც გაიმართა GE CALLS-ისა და GEPLAY-ს პარტნიორთა მულტი-სექტორული შეხვედრა სემინარი. შეხვედრა გახსნა და პროგრამის შესახებ ისაუბრა GE PLAY-ს ხელმძღვანელმა ნანა იოსელიანი- მაისნერმა, სემინარის მონაწილეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ლია გიგაური, GE CALLS-ის ხელმძღვანელი თინათინ ებანოიძე. შეხვედრაზე ალბანისპოლიციის საქმიანობაზე, მუშაობის პრევენციის მიზნით სათემო ჩართულობის დეპარტამენტის დაარსების ისტორიაზე, და სათემო ჩართულობის დეპარტამენტის თანამშრომლობაზე პოლიციის ათლეტურ ლიგასთან (PAL) კერძო და საჯარო სკოლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეკლესიასთან ურთიერთობაზე პრეზენტაციები და მოხსენებები გააკეთეს მაიქლ- ბაზილმა, კევინ გრეალისმა, ლეონარდ რიშიუტმა, კლასგარეშე აქტივობების კოორდინატორმა ამანდა ,,ემი” მოლინამ. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა კითხვა პასუხი.

[ad_2]