2009 წლის 21 მაისს XI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ეკონომიკა–მათემატიკა ისტ–ის გამოყენებით – მასწავლებლები ეკა მურუსიძე და მარინე თურქაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე სასწავლო–აღმზრდელობით დარგში ბატონი ვიტალი პატარიძე, პედაგოგები მაკა ბარაბაძე, ნინო ქემოკლიძე, ლიანა ბაბუხადია, ლია მარდალეიშვილი და სხვ.


გაკვეთილის თემა: მოდელირებული თამაში “ჩვენი ფირმა”

გაკვეთილის მიზნები:

მოსწავლეებმა შეძლონ

* საწარმოო დანახარჯების
* მთლიანი შემოსავლების
* მთლიანი დანახარჯების,
* მოგებისა და ზარალის გაანგარიშება.

საჭირო დრო: ორი გაკვეთილი

საკვანძო იდეები:

· მეწარმეები – ეს ის ხალხია, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ საწარმოო რესურსების ორგანიზაციის რისკს საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად.

· მოგება არის უმნიშვნელოვანესი სტიმული, რომელიც აიძულებს მეწარმეს წავიდეს რისკზე და ეს რისკი ბიზნესში ხშირად სეიძლება წარუმატებელი იყოს.

გაკვეთილის აღწერა: მოსწავლეები მონაწილეობენ მოდელირებულ თამაშში, რომელიც ითვალისწინებს რაიმე სახის საქონლის გამოგონებას და წარმოებას. მოსწავლეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რას აწარმოებენ და რომელ რესურსებს გამოიყენებენ პროდუქტის წარმოებისათვის.

საჭირო რესურსები: თვალსაჩინოებები

* საპრეზენტაციო სლაიდები
* “რესურსებზე ფასების პრეისკურანტი”
* პრეისკურანტში მითითებული ყველა ნივთი
* “საწარმოო დანახარჯების გაანგარიშება”
* “მონაცემები პროდუქტის შესახებ”‘
* “მოგების გაანგარიშება”

შეფასება:

* “მონაწილეობის ნამცხვარი” – ჯგუფის თვითშეფასება
* პრეზენტატორის შეფასება
*
გაკვეთილის ჰიტი

ნათია ქარჩავა : “… მე დღევანდელი გაკვეთილით ძალიან ვიხალისე, იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი. ვისურვებდი რომ ასეთი გაკვეთილები ძალიან ხშირად ჩატარდეს…”

თამარ გაბუნია : “…მე ძალიან მომეწონა ეს თამაში. ჩემთვის საინტერესო იყო, კონკურენცია სტიმულს გვაძლევდა უკეთესი პროდუქცის შეგვექმნა. მართლაც ლამაზი გამოგვივიდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს გაკვეთილი ყოველთვის სასიამოვნოდ მოსაგონარი იქნება….”

ნინო მარუაშვილი : ” …დღევანდელი გაკვეთილი ჩემთვის ძალზედ საინტერესო იყო და გარკვეულ წილად სახალისოც. მან რაღაც გამოცდილება შემძინა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ეს გაკვეთილიმუდამ დამამახსოვრდება….”

მარიკა ქარციძე : “…ეს გაკვეთილი ძალიან საინტერესო იყო ემთვის. ბევრი რამ მასწავლა, კარგი გაკვეთილი იყო, თანაც წამახალისებელი…”

თამარ გამეზარდაშვილი : “…ამ გაკვეთილმა მასწავლა, რომ ბიზნესი რთული წამოსაწყებია და უნდა განსაზღვრო ყველაფერი, მოგებაზე წახვალ ტუ წაგებაზე, როგორია მთლიანი დანახარჯები და რაც მთავარია უნდა სექმნა ისეთი პროსუქცია, რომელზეც მოთხოვნა იქნება. მე კმაყოფილი ვარ ამ გაკვეთილით და სურვილი მექნება კვლავ ცატარდეს ასეთი გაკვეთილები. მადლობას გიხდით ყველაფრისათვის!…”

მარიამ ბალანჩივაძე : “…მე დღევანდელი გაკვეთილით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან ვიხალისეთ. სამუდამოდ დამამახსოვრდება ის , რომ გუნდის წევრებმა ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით მოვიფიქრეთ გასაყიდი ნაწარმის შექმნა. ვფიქრობ, რომ ჩვენი თოჯინა ძალიან საყვარელი, სასცილო სა საინტერესო იყო, რაც მასზე მოთხოვნის სიდიდით გამოიხატა. ჩემი აზრიტ ასეთი სახალისო გაკვეთილები ხშირად უნდა ჩატარდეს….”

გიორგი გულიაშვილი : “… ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. პირველი ნაბიჯები გადავდგი ბიზნესში, მართალია წარუმატებელი, მაგრამ… იმედია მომავალში მეტდ გამომართლებს და წაგებაზე არ წავალ…”

ბესო ჭელიძე : “… გაკვეთილის შესახებ ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, საერთო ჯამში მშვენიერი გაკვეთილი იყო. შევიძინე გამოცდილება, რაც მომავალში გამომადგება…”