2009 წლის 14 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის, ძეგლთა დაცვის და განათლების სამსახურის უფროსმა, პოეტმა გიზო თავაძემ და სკოლის დირექციამ. სასწავლო პროცესის განახლება საზოგადოებას მიულოცა სკოლის 2008-2009 სასწავლო წლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნევერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტმა ბექა გაბადაძემ.