ქუთაისის №17 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ”მზიური”, ქ.ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს მათემატიკაში მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-4-5-6 კლასის მოსწავლეთათვის .

კონკურსის მიზანია, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება, მომავალი ოლიმპიადისათვის მომზადება.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ ჩვევები, მიიღებენ კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილებას.

კონკურსის ჩატარების დრო:

1. I დაუსწრებელი ონლაინ ტური ჩატარდება 2009 წლის 10 ოქტომბრიდან 30 ოქტომბერამდე.

2. II დასწრებული ტური ჩატარდება 2009 წლის 21 ნოემბერს.