04.11.2009

2009 წლის 4 ნოემბერს ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში დღის 14 საათზე ჩატარდა სკოლის მშობელთა კრება. კრებას ესწრებოდა 27 მშობელი და სკოლის სამეურვეო საბჭო, არჩეულ იქნა სკოლის მშობელთა კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:

შემოდგომის ფოთლები

I_3 კლასში ჩატარდა ღია გაკვთილი ხელოვნებაში “შემოდგომის ფოთლები”, პედაგოგი ციური კრავიშვილი. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორი, დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე, ჩვენი სკოლის პედაგოგები.

ღია გაკვეთილი-პროექტი რუსულ ენაში

VII-2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი-პროექტი რუსულ ენაში. გაკვეთილს ესწრებოდნენ უცხო ენის კათედრის თავმჯდომარე, ჩვენი სკოლის პედაგოგები, მოწვეული სტუმრები ქალაქის სკოლებიდან. რუსული ენის მასწავლებელი ირინე ბურჯალიანი. გაკვეთილის თემა: “ჩემი ოჯახი”

კონკურსი ,,მოაზროვნე”

ქუთაისის №17 საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ”მზიური”, ქ.ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს მათემატიკაში მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-4-5-6 კლასის მოსწავლეთათვის . კონკურსის მიზანია, მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება, მომავალი ოლიმპიადისათვის მომზადება. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს […]

ექსკურსია-გაკვეთილი ბუნებაში

2009 წლის 12 ოქტომბერს IV2 კლასში ჩატარდა ექსკურსია-გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში სათაფლიის ნაკრძალში. კლასისი ხელმძღვანელი: ნინო გერაძე. თემა: “გადაშენებული ორგანიზმები”

14.10.2009

2009 წლის 14 ოქტომბერს დაიწყო და 18 ოქტომბერს დასრულდა ჩემპიონატი ჭადრაკში, დავით ჩირაძის მემორიალზე 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, სადაც №17 საჯარო სკოლის IV1 კლასის მოსწავლემ ელა სვანიძემ დაიკავა I ადგილი.

აქცია “ანგარიში ხალხს”

2009 წლის 16 სექტემვბერს ქუთაისში გაიმართა აქცია “ანგარიში ხალხს”. საზოგადოებას ანგარიში თავად ცალკეული უწყების მინისტრებმა წარუდგინა. აქციაში მონაწილეობა მიიღო №17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ისინი შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ ნიკა გვარამიას, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ბატონ ვ. პატარიძეს.

14 სექტემბერი – სასწავლო პროცესის განახლება

2009 წლის 14 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა ქუთაისის მერიის კულტურის,სპორტის, ძეგლთა დაცვის და განათლების სამსახურის უფროსმა, პოეტმა გიზო თავაძემ და სკოლის დირექციამ. სასწავლო პროცესის განახლება საზოგადოებას მიულოცა სკოლის 2008-2009 სასწავლო წლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნევერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სტუდენტმა ბექა გაბადაძემ.

ამერიკავ ლამაზო….

ღონისძიება გაიმართა, 2009 წლის 24 ივნისს და მიეძღვნა ა.შ.შ.- ს დამოუკიდებლობის დღეს. ღონისძიების ინიციატორები გახდნენ: ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრა (ზურაბ მუშკუდიანი, მანან მეტრეველი, ნანა კენჭაძე, მარინა ნაცვლიშვილი, ელეონურა ბრეგვაძე და მაგდა დეისაძე).

პროექტი “პაბლო პიკასო, პიროსმანი და ჩვენ”

2009 წლის 23 ივნისს სკოლამ განახორციელა პროექტი “პაბლო პიკასო, პიროსმანი და ჩვენ” პროექტის პარგლებში სკოლის 18 მოსწავლე პედაგოგებთან ერთად იმყოფებოდნენ ქ.სიღნაღში ცნობილი ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს გამოფენაზე. გამოფენის დათვალიერების შემდეგ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები პედაგოგ თეა სულაბერიძესთან ერთად მოაწყვეს პლენერი სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, რითაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვიეს. პროექტი დაფინანსდა ქუთაისის მერიის მიერ.

11