2009 წლის 13 აპრილს IV3 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, მასწავლებელი – ნანა მესხაძე. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი: ირინე ჯგერენაია, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე და პირველი საფეხურის კლასის მასწავლებლები.


გაკვეთილის მიზანი: მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას ადგენს და იყენებს ალგებრულ გამოსახულებას. რიცხვითი გამოსახულების მოსაძებნად იყენებს შეკრებისა და გამრავლების კომუტაციურობას, ასოციაციურობას და შეკრების მიმართ, გამრავლების დისტრიბუციურობას. პოულობს შეკრების, გამოკლების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის შემცვლელი ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობას.
თემა: გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტის პოვნა.
რესურსი: საშინაო დავალების რვეული, სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, სქემა, პლაკატი.
აქტივობა№1. (5წთ.) საშინაო დავალების შემოწმება.
აქტივობა№2 (5წთ.) მოტივაცია (საზეპირო სახის მაგალითები, კომპონენტების თვისებები).
აქტივობა№3 (3წთ.) ახალი მასალა (ასოციაციური რუკა).
აქტივობა№4 (10წთ.) წიგნზე მუშაობა.
აქტივობა№5 (7წთ.) დაფასთან მუშაობა (ახალ მასალაზე ანალიზით მუშაობა).
აქტივობა№6 (3წთ.) წყვილებში მუშაობა (ამოცანების სედგენა უცნობი კომპონენტის გამოყენებით).
აქტივობა№7 (7წთ.) ჯგუფური მუშაობა (სხვადასხვა სახის სავარჯიშოების ამოხსნა).
აქტივობა№8 (3წთ.) შეფასება
აქტივობა№9 (2წთ.) საშინაო დავალების მიცემა.