[ad_1]

2015 წლის 6 ნოემბერს ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა გარბენი ვაჟებში 1200 მეტრზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და I, II, IV, V ადგილი მოიპოვა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-12 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა.

I ადგილი მოიპოვა, შესაბამისი თანრიგის დიპლომითა და ქართველი ერის ისტორიის ხუთტომეულით დაჯილდოვდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე საბა კინწურაშვილი.
II ადგილი მოიპოვა, შესაბამისი თანრიგის დიპლომითა და სპორტული ტანსაცმლით დაჯილდოვდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ზურაბ მუშკუდიანი.

ხოლო მე-4 მე-5 ადგილზე გავიდნენ ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ნიკოლოზ ქარცივაძე და რომან გელაშვილი.

მარათონი ჩატარდა ნატოს დღეებთან დაკავშირებით პროექტის “ნატო ჩემი არჩევანია” ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მერია.

ვულოცავთ გამარჯვებულებს და მათ პედაგოგებს ვალენტინა ტურიატკოს, ერეკლე მაზაშვილს, ქეთევან ჟორჟოლაძეს და დავით აფრიდონიძეს !

[ad_2]