ამ პატარა ხელებით

[ad_1] ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში მოეწყო I, II, III კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა “ამ პატარა ხელებით”. ხელმძღვანელი ხელოვნების მასწავლებელი ციური კრავიშვილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ 2009-2010 სასწავლო წლის განმავლობაში შესრულებული ნახატები, აპლიკაციები, ძერწვის ხელოვნების ნიმუშები. გამოფენის ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, დირექტორის I მოადგილე, პედაგოგები და მოსწავლეები. [ad_2]

ერთად ვაშენოთ ქვეყანა

[ad_1] 2009 წლის 13 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრის მიერ (დირექტორი ნინო ტალახაძე) ჩატარდა ეკონომიკისV სასკოლო ოლიმპიადის მეორე პროგრამის “ერთად ვაშენოთ ქვეყანა” დასკვნითი ტური, რომელიც ითვალისწინებდა გუნდურ პრეზენტაციებს სკოლების X -XI კლასის მოსწავლეებისათვის. ამ ოლიმპიადაში ქუთაისის # 17 საჯარო სკოლა (ეკონომიკის მასწავლებელი ეკა მურუსიძე) უკვე მეორე წილიწადია წარმატებით […]

ნორჩ მეცნიერთა ოლიმპიადა

[ad_1] 2009 წლის 5 მაისს ქ.თბილისის დემირელის სახელობის სკოლაში გაიმართა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მე-5 რესპუბლიკური შერჩევითი ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის XI1 კლასის მოსწავლემ რამინ ჯინჭარაძემ, რომლის გამოგონებამ “მაღლივი შენობების ვიტრინის საწმენდი” ჟიურის მოწონება დაიმსახურა მიენიჭა მეორე ადგილი და დაიშვა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. ოლიმპიადა გაიმართა ამავე წლის 14-16 მაისს სასტუმრო კომპლექს “შერატონ მეტეხი პალასში”. […]

ღია კარის დღე

[ad_1] 3 მაისს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ტრადიციული ღია კარის დღე გაიმართა. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სკოლამ მოაწყო საგნობრივი კათედრების: 1. ქართული ენისა და ლიტერატურის (თავმჯდომარე ნ.ხაჭაპურიძე), 2. მათემატიკის (თავმჯდომარე მ.თურქაძე), 3. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (თავმჯდომარე ე.მურუსიძე), 4. საზოგადოებრივ მეცნიერებათა (თავმჯდომარე მ.ბარაბაძე), 5. ფიზიკური აღზრდისა და ესთეტიკის (თავმჯდომარე ნ.სეხნიაშვილი), 6. უცხო ენების (თავმჯდომარე მ.ნაცვლიშვილი) 7. დაწყებითების […]

წამახალისებელი სიგელი

[ad_1] სკოლამ მონაწილეობა მიიღო ფონდ ირმის ნახტომის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. ნომინაციაში ქართველი და ქართულად თარგმნილი უცხოელი მწერლების საუკეთესო ვებ-გვერდისათვის დაჯილდოვდა წამახალისებელი სიგელითა და 100 ლარიანი ბარათით წიგნების შესაძენად. [ad_2]

მადლობის წერილი

[ad_1] 2008 წლის 29 ნოემბერს თბილისში, საგამოფენო დარბაზ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართა სასკოლო გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებდა ქვეყნის 60 სკოლა. აღნიშნულ გამოფენაში ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი იქნა სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა მიერ განხორციელებული პროექტები, რისთვისაც სკოლამ საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისაგან მიიღო მადლობის წერილი… [ad_2]

11